понедельник, 26 декабря 2011 г.

სამტრედიის მუნიციპალიტეტის ჩემპიონატი ინტელექტუალურ თამაშში "რა? სად? როდის?"

         2011 წლის 4 დან 17 დეკემბრის ჩათვლით, სამტრედიის მოსწავლე- ახალგაზრდობის სახლში სამტრედიის მუნიციპალიტეტის რაიონული ჩემპიონატი ორგანიზაციებს შორის ინტელექტუალურ თამაშში „რა? სად? როდის?“.

ჩემპიონატი მიმდინარეობდა სამტრედიის მუნიციპალიტეტის კულტურის, ძეგლთა დაცვის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის ორგანზიებით.

ჩემპიონატს ემსახურებოდა კრუპიე - გიორგი ჩაჩუა - სამტრედიის ინტელექტკლუბის ხელმძღვანელი.


სააპელაციო კომისია, შემდეგი შემადგენლობით: 

1. ზაზა ხუჭუა - სამტრედიის მუნიციპალიტეტის კულტურის, ძეგლთა დაცვის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის ხელმძღანელი.
2. ალექსანდრე თევზაძე - სამტრედიის მუნიციპალიტეტის საგანმანათლებლო რესურსცენტრის მთავარი სპეციალისტი.

3. შოთა ლორია- სამტრედიის ინტელექტუალური თამაშების საუკეთესო მოაზროვნე.

4. ბეჟან გოგია - გაზეთი "სამტრედიის მაცნეს" მთავარი რედაქტორი.


ჩემპიონატში მონაწილეობას ღებულობდა 10 გუნდი.
1.სამტრედიის კომპლექსური სპორტული სკოლის გუნდი; „ფალავანი“. გუნდის კაპიტანი: რეზო შანიძე
2. ბანკი კონსტანტას სამტრედიის განყოფილების გუნდი: „კონსტანტა“.გუნდის კაპიტანი: ბექა გიორგაძე
3. სამტრედიის რკინიგზის გუნდი: „ელვა“. გუნდის კაპიტანი: ლევან ცირეკიძე
4. მიკრო საფინანსო ორგანიზაცია ფინკას სამტრედიის განყოფილების გუნდი „ფინკა“.გუნდის კაპიტანი: ლიზი ადეიშვილი.
5. ღანირის საჯარო სკოლის გუნდი: „ერთობა“.გუნდის კაპიტანი: გოჩა დანელია.
6. სამტრედიის 11 საჯარო სკოლის გუნდი „ვიქტორია“გუნდის კაპიტანი: ბენო რევიშვილი.
7. დიდი ჯიხაიშის 1 საჯარო სკოლის გუნდი: „ტიაბუ“გუნდის კაპიტანი: მანანა რუსია.
8. გუნდი „ნიკე“ . გუნდის კაპიტანი:ზაზა ადეიშვილი.
9. სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს გუნდი: „სამტრედია“ გუნდის კაპიტანი; ემზარ შუბლაძე.
10. სამტრედიის მუნიციპალიტეტის გამგეობის გუნდი „პლეადა“. გუნდის კაპიტანი: ლაშა ლორია.

შესარჩევი ტურები ძალიან დაძაბულ ვითრებაში წარიმართა, საბოლოოდ ფინალში იასპარეზა 5- მა გუნდმა.

ფინალი გაიმართა 17 დეკემბერს, რის შემდეგაც გამოვლინდა ჩემპიონი და საპრიზო ადგილის მფლობელები. შედეგები ასეთია:
 1 ადგილი - გუნდი "ნიკე"
2 ადგილი - გუნდი "ელვა"
3 ადგილი - გუნდი "კონსტანტა'
4 ადგილი - გუნდი "პლეადა"
5 ადგილი - გუნდი "ვიქტორია"
ჩემპიონატზე სამტრედიის გამგეობის მიერ დაწესებული იყო მრავალფეროვანი პრიზები, ასევე განსაკუთრებით აღსანიშნავია რომ
ჩემპიონატის საუკეთესო მოაზროვნესათვის პრიზი დააწესა ფიჭური კავშირგაბმულობის კომპანია ბილაინის სამტრედიის სერვის ცენტრმა- მესამე თაობის მობილური ტელეფონი, ბილაინის ნომრით გადაეცა გუნდ "ნიკეს" - შოთა ნიკურაძეს.


ხოლო მთავარი სიურპრიზი იყო - რესტორან" სამტრედიას მიერ დაწესებული ვახშამი გამარჯვებული გუნდისათვის, რომელიც დამსახურებულად მოიპოვა გუნდმა "ნიკემ" (გუნდის კაპიტანი ზაზა ადეიშვილი).

წარმატებას ვუსურვებთ ჩემპიონატის ყველა მონაწილეს და ავღნიშნავთ, რომ მათი ამ ჩემპიონატში მონაწილეობა უკვე დიდი გამარჯვებაა.

იმედი გვაქვს, რომ მომავალ 2012 წელს კიდევ არაერთი საინტერესო და ინტელექტუალური შეჯიბრების ჩატარებას მოვახერხებთ.


суббота, 4 июня 2011 г.

იმერეთის ჩემპიონატი

                   2011 წლის 9 აპრილიდან 4 ივნისის ჩათვლით გაიმართა იმერეთის პირველი ჩემპიონატი მუნიციპალიტეტების გამგეობებსა და ახალგაზრდულ გუნდებს შორის ინტელექტუალურ თამაშში «რა? სად? როდის?».
                   ჩემპიონატში მონაწილეობას ღებულობდა 25 გუნდი.  ის შედგებოდა 3 ტურისაგანი, თითოეულ ტურში დაისვა 30 შეკითხვა და დაგროვილი ქულების საფუძველზე გამოვლინდნენ გამარჯვებული გუნდები, რომლებიც საკმაოდ სოლიდური პრიზებითაც დაჯილდოვდნენ, სასიამოვნო ფაქტი იყო ის რომ, ჩემპიონატის ორგანიზატორები მაქსიმალურად ცდილობდნენ გაეზარდათ თამაშების ჩატარების გეოგრაფიული არეალი, ამის გამო პირველი ტური გაიმართა ქუთაისში - აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში, მეორე ტური წყალტუბოს კულტურის სახლში, ხოლო მესამე დასკვნითი ტური კი - თერჯოლის სპორტის სასახლეში.
                    სამტრედიის რაიონის სახელს იცავდა 2 გუნდი: «სამტრედიის გამგეობა» და «სამტრედიის ახალგაზრდული», გუნდების შემადგენლობა ასეთია:

                სამტრედიის გამგეობა


1. ლაშა ლორია
2. ზაზა ადეიშვილი
3. გიორგი შენგელია
4. ზაზა ნიკურაძე
5. გიორგი ჩაჩუა (კაპიტანი)
6. გურამ ხურცილავა
7. თიკო შენგელია

              სამტრედიის ახალგაზრდული


1. ვაჟა ჩიჩუა
2. აკაკი წულაია
3. ირაკლი მელქაძე
4. შალვა წულაია
5. თორნიკე ართქმელაძე


თამაშები წარიმართა საკმაოდ დაძაბულ ვითარებაში, შედეგები ასეთია:


               გუნდის წევრების სახელით მადლობას მოვახსენებთ ჩემპიონატის ორგანიზატორებს და იმედს გამოვთქვამთ, რომ მომავალში უფრო დიდ შედეგებს მივაღწევთ, თუმცა შეიძლება ითქვას რომ ასეთ ღონისძიებაში მონაწილეობის მიღებაც უკვე დიდი წარმატებაა !

ჩემპიონატის სურათები

















четверг, 13 мая 2010 г.

გაზაფხულის ფინალი

                 21 მაისს  სამტრედიის მუნიციპალიტეტის ხელოვანთა დარბაზში  გაიმართა გაზაფხულის ფინალი.
                           ფინალისტი გუნდები შედეგების მიხედვით ასე გადანაწილდნენ:


1 ადგილი -  № 7 საჯარო სკოლა ”ტიტანები” - 7 ქულა.
2 ადგილი - № 11 საჯარო სკოლა ”რა”  - 7 ქულა.
3-4 ადგილი - იანეთის საჯარო სკოლა ”მზიანეთი” -  6 ქულა.
3-4 ადგილი - № 1 საჯარო სკოლა ”სახელზე ვფიქრობთ”  - 6 ქულა.
5-6 ადგილი - სოფ. დიდი ჯიხაიშის სკოლა ”ციცერონე” - 6 ქულა.
5-6 ადგილი - № 2 საჯარო სკოლა ”ვიქტორია” - 6 ქულა.
     
        ფინალი ძალიან დაძაბულად წაიმართა, ყველა გუნდს გამარჯვების თანაბარი შანსი ჰქონდა. გამარჯვებული გუნდი კი მხოლოდ დამატებითი კითხვების შედეგად გამოვლინდა.
          საგრანტო დაფინანსების ფარგლებში ა (ა) იპ ”ახალი-ინიციატივას” ხელმძღვანელმა გურამ ხურცილავამ ფინალში მონაწილე ყველა გუნდს სიგელები, ენციკლოპედიები და სხვა სახის ფასიანი საჩუქრები გადასცა.
          სპეციალური შესარჩევი გამოკითხვების საფუძველზე დასახელდა აგრეთვე გაზაფხულის სეზონის საუკეთესო მოაზროვნე - №7 საჯარო სკოლის მოსწავლე - აკაკი წულაია, რომელსაც საჩუქრად გადაეცა სიგელი და ენციკლოპედია.
         ორგანიზაციის სიმპატია გახდა - სამტრედიის №1 საჯარო სკოლის მოსწავლე - ირაკლი მელქაძე
          დაჯილდოვდა საბაზო სკოლებს შორის გამარჯვებული გუნდი - დიდი ჯიხაიშის №3 საბაზო სკოლის გუნდი ”ჯიხა”
          ზამთრის და გაზაფხულის სეზონების გამარჯვებულ გუნდებს ”ვიქტორიას” და ”ტიტანებს” საჩუქრად გადაეცათ აგრეთვე სპეციალური პრიზები - დვდ პლეერები.

          და ბოლოს ჩემპიონ გუნდს სიურპრიზი ელოდა. ყველა შესარჩევ თამაშში მოთამაშეებისთვის ისმებოდა შეკითხვა, რომლის პასუხი საოდუმლოებით მოცულ შავ ყუთში იდო. ტრადიცია  არც ამჯერად დარღვეულა, ოღონდ შავ ყუთში უცნაური ”ბინადარი” იმყოფებოდა, შემთხვევით არ გაიჟღერა დასმულ შეკითხვაში ფრაზამ  - ”თავის მფლობელს მოუთმენლად ელოდებაო”, - ეს იყო სიბრძნის სიმბოლო - ”ბუ”, რომელიც ინტელექტუალური თამაშების ემბლემადაა აღიარებული და ის გამარჯვებულ გუნდს გადაეცა, თუმცა ის დაწესდა როგორ გარდამავალი პრიზი და მომავალი გვიჩვენებს  - კვლავ №7 სკოლა შეინარჩუნებს მას, თუ ახალი მფლობელი გამოუჩნდება.
           დასასრულს მოწვეულმა სტუმრებმა და პედაგოგებმა ერთხმად აღნიშნეს, რომ პროექტმა ”ცოდნის ძალამ” გაამართლა თავისი სახელწოდება და მოსწავლეებს დამატებითი ინტერესი გაუღვივა ინტელექტის ამაღლებისკენ.
           წარმატებები ვუსურვოთ ჩვენს მომავალ თაობას!

воскресенье, 2 мая 2010 г.

ნახევარფინალი

13 მაისს სამტრედიის მუნიციპალიტეტის ხელოვანთა დარბაზში გაიმართა ნახევარფინალური ტურები:

13 საათი - A ჯგუფი:

1. № 3 საჯარო სკოლა ”ბარამბო” 4 ქულა (6 რეიტინგი)
2. № 7 საჯარო სკოლა ”ტიტანები” 4 ქულა (7 რეიტინგი)
3. ბაშის საჯარო სკოლა ”ფესტინა ლენტე” 3 ქულა (5 რეიტინგი)
4. № 2 საჯარო სკოლა ”ვიქტორია” 5 ქულა (10 რეიტინგი)
5. სოფ. დიდი ჯიხაიშის სკოლა ”ციცერონე” 5 ქულა (8 რეიტინგი)


15 საათი B ჯგუფი

1. გომის საჯარო სკოლა ”იმედი” - 2 ქულა (4 რეიტინგი)*
2. № 11 საჯარო სკოლა ”რა” - 7 ქულა (19 რეიტინგი)
3. იანეთის საჯარო სკოლა ”მზიანეთი” 2 ქულა (4 რეიტინგი)*
4. № 1 საჯარო სკოლა ”სახელზე ვფიქრობთ” - 5 ქულა (11 რეიტინგი)
5. № 4 სკოლა ”ინტელექტი”  2 ქულა (4 რეიტინგი)*
ფინალში გასასვლელად 3 გუნდმა დააგროვა ერთნაირი ქულებიც და რეიტინგებიც, მათ შორის დამატებითი ტურის ჩატარების შემდეგ გაიმარჯვა გუნდმა ”მზიანეთი”

სურათების გალერეა:

среда, 31 марта 2010 г.

გაზაფხულის სეზონი-მეორე წრე

მიმდინარეობს მეორე წრის თამაშები. უკვე გაირკვა 8 ნახევარფინალისტი გუნდი.
გთავაზობთ შედეგებს მეორე წრის თამაშების მიხედვით:

პირველი ჯგუფი - 16 აპრილი
1. №8 საჯარო სკოლა 5 ქულა (17 რეიტინგი)
2. სოფ. ეწრის საჯარო სკოლა – 0 ქულა
3. სოფ. ნოღის საჯარო სკოლა – 4 ქულა (13 რეიტინგი)
4. № 3 საჯარო სკოლა – 7 ქულა (26 რეიტინგი)
5. სოფ. გომის საჯარო სკოლა – 1 ქულა (4 რეიტინგი)

6. № 12 საჯარო სკოლა – 2 ქულა (5 რეიტინგი)

მეორე ჯგუფი - 16 აპრილი
1. N 7 საჯარო სკოლა – 4 ქულა (9 რეიტინგი)*
2. N 11 საჯარო სკოლა – 6 ქულა (15 რეიტინგი)
3. N6 საჯარო – 3 ქულა (5 რეიტინგი)*
4. სოფ. ღანირის საჯარო სკოლა – 1 ქულა (0 რეიტინგი)
5. სოფ. დაბლა გომის საჯარო სკოლა – 2 ქულა (3რეიტინგი)

* № 7 და № 6 სკოლებს დაუგროვდათ როგორც თანაბარი ქულები, ასევე რეიტინგები. დამატებით კითხვებში გაიმარჯვა №7 სკოლის გუნდმა 2:1

მესამე ჯგუფი 30 აპრილი
1. N9 საჯარო სკოლა – ქულა ( რეიტინგი)
2. სოფ. ბაშის საჯარო სკოლა – ქულა ( რეიტინგი)
3. სოფ. იანეთის საჯარო სკოლა – ქულა ( რეიტინგი)
4. კერძო სკოლა "ცოდნა" – ქულა ( რეიტინგი)
5. სოფ. ჩხენიშის საჯარო სკოლა – ქულა ( რეიტინგი)

მეოთხე ჯგუფი 30 აპრილი
1. სოფ. ნაბაკევის საჯარო სკოლა – 1 ქულა (2 რეიტინგი)
2. N 2 საჯარო სკოლა – 7 ქულა (20 რეიტინგი)
3. N 1 საჯარო სკოლა – 7 ქულა (19 რეიტინგი)

4. სოფ. კულაშის საჯარო სკოლა – 5 ქულა (12 რეიტინგი)
5. N 10 საჯარო სკოლა – 5 ქულა (14 რეიტინგი)
6. სოფ. ტოლების საჯარო სკოლა –

მეხუთე ჯგუფი 7 მაისი
1. სოფ. ჯიხაიშის N1 საჯარო სკოლა –
2. N4 საჯარო სკოლა – 3 ქულა
3. სოფ. კორმაღლის საჯარო სკოლა –
4. სოფ. მელაურის საჯარო სკოლა –
5. სოფ. ოფეთის N2 საჯარო სკოლა –
6. სოფ. საჯავახოს საჯარო სკოლა –



მეექვსე ჯგუფი (მხოლოდ საბაზო სკოლები)7 მაისი
1. სოფ ყაზბეგის საბაზო სკოლა –
2. სოფ. ქვაყუდის საბაზო სკოლა –
3. სოფ.ოფეთის N1 საბაზო სკოლა –
4. სოფ. ჭოგნარის საბაზო სკოლა –
5. სოფ. ჭაგნის საბაზო სკოლა –
6. სოფ. დიდი ჯიხაიშის N3 საბაზო სკოლა

вторник, 23 февраля 2010 г.

თამაშების გრაფიკი

კენჭისყრის შედეგად მონაწილე სკოლების გუნდები გადანაწილდნენ 6 ჯგუფში.
გადანაწილებისას მოხდა იმის გათვალისწინება, რომ საბაზო სკოლების მოსწავლეები ასაკით უმცროსები არიან, ამიტომ საბაზო სკოლებისათვის შეიქმნა ცალკე მე-6 ჯგუფი.
თამაშები ტრადიციულად გაიმართება სამტრედიის მუნიციპალიტეტის საგამოფენო დარბაზში. 13 საათზე.
გაგაცნობთ ჯგუფების შემადგენლობას და პირველი წრის თამაშების გრაფიკს:

პირველი ჯგუფი -19 თებერვალი
1. №8 საჯარო სკოლა 2 ქულა (7 რეიტინგი)
2. სოფ. ეწრის საჯარო სკოლა – 3 ქულა (9 რეიტინგი)
3. სოფ. ნოღის საჯარო სკოლა – 3 ქულა (10 რეიტინგი)
4. № 3 საჯარო სკოლა – 4 ქულა (13 რეიტინგი)
5. სოფ. გომის საჯარო სკოლა – 6 ქულა (22 რეიტინგი)

6. № 12 საჯარო სკოლა – 2 ქულა (7 რეიტინგი)

მეორე ჯგუფი - 1 მარტი
1. N 7 საჯარო სკოლა – 3 ქულა (4 რეიტინგი)
2. N 11 საჯარო სკოლა – 5 ქულა (11 რეიტინგი)
3. N6 საჯარო – 4 ქულა (8რეიტინგი)
4. სოფ. ღანირის საჯარო სკოლა – 2 ქულა (2 რეიტინგი)
5. სოფ. დაბლა გომის საჯარო სკოლა – 2 ქულა (3რეიტინგი)

მესამე ჯგუფი 5–მარტი
1. N9 საჯარო სკოლა – 1 ქულა (1 რეიტინგი)
2. სოფ. ბაშის საჯარო სკოლა – 5 ქულა (15 რე)
3. სოფ. იანეთის საჯარო სკოლა – 1 ქულა (2 რეიტინგი)
4. კერძო სკოლა "ცოდნა" – 2 ქულა (3 რეიტინგი)
5. სოფ. ჩხენიშის საჯარო სკოლა – 1 ქულა (1 რეიტინგი)

მეოთხე ჯგუფი 12 მარტი
1. სოფ. ნაბაკევის საჯარო სკოლა – 1 ქულა (2 რეიტინგი)
2. N 2 საჯარო სკოლა – 3 ქულა (10 რეიტინგი)
3. N 1 საჯარო სკოლა – 6 ქულა (21 რეიტინგი)
4. სოფ. კულაშის საჯარო სკოლა – 4 ქულა (10 რეიტინგი)
5. N 10 საჯარო სკოლა – 3ქულა (8 რეიტინგი)
6. სოფ. ტოლების საჯარო სკოლა – 2 ქულა (4 რეიტინგი)

მეხუთე ჯგუფი 19 მარტი
1. სოფ. ჯიხაიშის N1 საჯარო სკოლა – 6 ქულა (19 რეიტინგი)
2. N4 საჯარო სკოლა – 3 ქულა (8 რეიტინგი)
3. სოფ. კორმაღლის საჯარო სკოლა – არ გამოცხადდა
4. სოფ. მელაურის საჯარო სკოლა – 2 ქულა (6 რეიტინგი)
5. სოფ. ოფეთის N2 საჯარო სკოლა – 1 ქულა (3 რეიტინგი)
6. სოფ. საჯავახოს საჯარო სკოლა –2 ქულა (6 რეიტინგი)



მეექვსე ჯგუფი (მხოლოდ საბაზო სკოლები)26 მარტი
1. სოფ ყაზბეგის საბაზო სკოლა – არ გამოცხადდა
2. სოფ. ქვაყუდის საბაზო სკოლა – 2 ქულა
3. სოფ.ოფეთის N1 საბაზო სკოლა – 4 ქულა
4. სოფ. ჭოგნარის საბაზო სკოლა –
5. სოფ. ჭაგნის საბაზო სკოლა –
6. სოფ. დიდი ჯიხაიშის N3 საბაზო სკოლა – 5 ქულა

მობრძანდით, დასწრება თავისუფალია!

понедельник, 8 февраля 2010 г.

თბილისის ახალგაზრდული ლიგა

27 დეკემბერს სუპერფინალში გამარჯვებული გუნდი ”ვიქტორია” სამტრედიის მუნიციპალიტეტის გამგეობის და კულტურის სამსახურის ხელშეწყობით მონაწილეობას ღებულობდა თბილისის ახალგაზრდული ლიგის მიერ ორგანიზებულ ღია ჩემპიონატში. სადაც წარმატებით იასპარეზა.
აღსანიშნავია, რომ აღნიშნულ ჩემპიონატს კურირებას უწევს პირადად გიორგი მოსიძე, რომელიჩ თითონაც თამაშობდა ერთ-ერთ გუნდში. გუნდები მოწვეულნი იყვნენ როგორც თბილისდან, ასევე სხვადასხვა რაიონებიდან.

пятница, 18 декабря 2009 г.

ზამთრის სუპერფინალი




25 დეკემბერს 13 საათზე სამტრედიის მუნიციპალიტეტის ხელოვანთა დარბაზში გაიმართა ზამთრის სუპერფინალი. დაძაბულ და თანაბარ ბრძოლაში გაიმარჯვა სამტრედიის № 2 საჯარო სკოლის გუნდმა ”ვიქტორია” ფინალში მონაწილე ყველა გუნდი დაჯილდოვდა სიგელებით და წიგნებით. პირველ, მეორე და მესამე ადგილზე გასული გუნდებს გადაეცათ სიგელები, ენციკოლპედიები და ყველა მონაწილეს პერსონალურად წიგნები. აგრეთვე თასები, ხოლო გამარჯვებული გუნდისათვის იყო სიურპრიზი:
27 დეკემბერს თბილისში, საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართა Forum Games Groups -ის ზამთრის ღია ჩემპიონატი, რომელშიც მოწვევა ჰქონდა მიღებული ჩვენს რაიონს.
შედეგები ასე გამოიყურება:

№2 საჯარო სკოლა ”ვიქტორია” - 8 (21 რეიტინგი).
№7 საჯარო სკოლა ”ტიტანები-1” - 8 ქულა (18 რეიტინგი).
სოფელ დ/ჯიხაიშის №1 საჯარო სკოლა ”ციცერონე” - 6 ქულა.

სამტრედიის №1 საჯარო სკოლა - 5 ქულა.
სამტრედიის № 3 საჯარო სკოლა - 5 ქულა.
სოფელ დაბლა გომის საჯარო - 4 ქულა.